"საქმის გაგრძელების მორალური უფლება არ გაქვთ" - სააკაშვილის ადვოკატმა მოსამართლის აცილება მოითხოვა
მას შემდეგ, რაც მოსამართლემ მიხეილ სააკაშვილის ტრანსლირების შეწყვეტის განკარგულება გასცა, მესამე პრეზიდენტის ადვოკატებმა მისი აცილება მოითხოვეს. ბექა ბასილაიამ ბადრი კოჭლამაზაშვილს პირდაპირ უთხრა, რომ მას საქმის გაგრძელების მორალური უფლება არ ჰქონდა, რადგან, ფაქტობრივად, მიხეილ სააკაშვილი პროცესიდან გააძევა.
რაც შეეხება დისტანციურ ჩართვას, დისტანციურად გათიშეთ უბრალოდ. გაძევება სხვა რა არის? აბა, გათიშვა ეგ ნორმა არსებობს, სადაც წერია, რომ გათიშვა იყოს სამართლებრივი აქტი, რაც უტოლდება გაძევებას?სხვა რა მე ნორმა არსებობს? არ არსებობს. ფაქტობრივად გააძევეთ და თქვენ გაძევებას არ არქმევთ. თქვენ რაც გააკეთეთ, მორალური უფლება არ აქვთ ამ საქმეს აგრძელებდეთ. როგორც სახარებაშია, იესო რომ ამბობს, იქნებ ეს სასმელი ამაცილოო, თუა შესაძლებელიაო... იქნებ მიმართოთ ვინც ამ დავალებებს გაძლევთ, რომ ასეთი უკანონობები აკეთოთ, რომ იქნებ აიცილოთ ეს საქმე და აღარც თქვენ დაიტანჯებით და არც ასეთი უსამართლობები აღარ ხდებოდეს, - თქვა ბექა ბასილაიამ.
შეგახსენებთ, რომ საქალაქო სასამართლოში დღეს მიხეილ სააკაშვილის პროცესი გაიმართა. მიხეილ სააკაშვილის მომავალ საპარლამენტო არჩევნებზე და ამომრჩევლის მობილიზების საჭიროებაზე საუბრობდა, რა დროსაც მისი გამოსვლა შეწყდა.