ეს არის უკვე ისტორია, რომლის გადაწერაც შეუძლებელია - თალაკვაძის პასუხი პრეზიდენტს
პრეზიდენტის მხრიდან პრემიერ ღარიბაშვილის ანტიევროკავშირულ განწყობებში მხილებას პარლამენტში, "ქართული ოცნების" დეპუტატები ეხმაურებიან.
მმართველი პარტიის დეპუტატი არჩილ თალაკვაძე საქართველოს პრეზიდენტი, ფაქტობრივად, ისტორიის გადაწერის მცდელობაში ადანაშაულებს და ამბობს, რომ სწორედ "ოცნების" ხელისუფლებამ შეძლო ქვეყნის ევროინტეგრაციის მიმართულებით ნაბიჯების გადადგმა და ახლა ამ ისტორიის "გადაწერა შეუძლებელია".
არჩილ თალაკვაძე ოპონენტებს აკრიტიკებს და კვლავ ამტკიცებს, რომ ოპოზიცია ცდილობს, ხელისუფლების პროგრესი ევროკავშირთან დაახლოების კუთხით სხვა თემებით გადაფაროს.
სწორედ ჩვენი ხელისუფლების პირობებში დაუბრუნდა საქართველოს ევროპული პერსპექტივა და გადაიდგა არსებითი ნაბიჯები ევროინტეგრაციის მიმართულები, ეს არის უკვე ისტორია და ეს არის ფაქტები, რომლის შეცვლა და გადაწერაც შეუძლებელია.
რაც გვესმის, ბუნებრივია, ამას აქვს თავის ახსნა - ალბათობა და შანსები, რომ საქართველომ მიიღოს კანდიდატის სტატუსი, რასაკვირველია, თავისთავად ქმნის ცდუნებას პოლიტიკოსების, პოლიტიკური ძალებისთვის, ჩვენი ოპონენტებისთვის, ვინც ცდილობენ, როგორმე გადაფარონ ეს პროგრესი და როგორმე დაჩრდილონ ის, რაც უკვე არის ისტორია და ფაქტი,“ - ამბობს თალაკვაძე.