პირველი, ვისაც გაუხარდება, სტატუსი რომ არ მოგვანიჭონ, იქნება რუსეთი და საქართველოს მთავრობისთვის ეს იქნება ძალაუფლების შენარჩუნების ფაზა - დეკანოიძე

30.10.23 15:16
პირველი, ვისაც გაუხარდება, სტატუსი რომ არ მოგვანიჭონ, იქნება რუსეთი და საქართველოს მთავრობისთვის ეს იქნება ძალაუფლების შენარჩუნების ფაზა - დეკანოიძე

"სრულად ვეთანხმები იმას, რომ თუ კანდიდატის სტატუსი ჩვენ არ გვექნება, ეს იქნება რუსეთის ძალიან დიდი გამარჯვება," - ეს განცხადება "ევროოპტიმისტების" წევრმა ხატია დეკანოიძემ გააკეთა.

დეკანოიძე სალომე ზურაბიშვილის CBS-ისთვის მიცემულ ინტერვიუს ეხმაურება, საიდანაც ირკვევა, რომ პრეზიდენტი არ არის დარწმუნებული, რომ ირაკლი ღარიბაშვილს ევროკავშირის წევრობა უნდა.

სრულად ვეთანხმები იმას, რომ თუ კანდიდატის სტატუსი ჩვენ არ გვექნება, ეს იქნება რუსეთის ძალიან დიდი გამარჯვება.
პირველი, ვისაც გაუხარდება, კანდიდატის სტატუსი რომ არ მოგვანიჭონ, ეს იქნება რუსეთი და საქართველოს ხელისუფლებისთვის ეს იქნება ძალაუფლების შენარჩუნების კიდევ უფრო დამძიმების ერთ-ერთი რეალური ფაზა და ამიტომ სწორს ამბობს სალომე ზურაბიშვილი, რომ კანდიდატის სტატუსი საქართველოს სჭირდება გეოპოლიტიკურად და მათ შორის სჭირდება ამ გაფართოების ტალღაში აქტიურად ჩაბმა,“ - განაცხადა ხატია დეკანოიძემ.