ივანიშვილია მთავარი საკვანძო ფიგურა და არა მისი მარიონეტები - ბოკუჩავა პრეზიდენტს
"ჩემი აზრით, როცა ღარიბაშვილზე საუბრობს პრეზიდენტი, იქვე უნდა განმარტავდეს ვისი დანიშნულია ღარიბაშვილი და ვის ინტერესს ემსახურება," - ასე ეხმაურება ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე თინა ბოკუჩავა პრეზიდენტის განცხადებას, სადაც ზურაბიშვილი არ არის დარწმუნებული, რომ ირაკლი ღარიბაშვილს ევროკავშირის წევრობა უნდა.
ბოკუჩავა პრეზიდენტს მოუწოდებს, რომ თუ პრეტენზია აქვს პრემიერის ქმედებებთან, აუცილებლად უნდა ისაუბროს იმაზე, რომ ღარიბაშვილის უკან ოლიგარქი ივანიშვილი დგას.
მნიშვნელოვანი განაცხადია საქართველოს პრეზიდენტის მხრიდან. თუმცა ჩემი აზრით, როცა ღარიბაშვილზე საუბრობს პრეზიდენტი, იქვე უნდა განმარტავდეს ვისი დანიშნულია ღარიბაშვილი და ვის ინტერესს ემსახურება. ივანიშვილია მთავარი საკვანძო ფიგურა და არა მისი მარიონეტები, რომლებიც ნებისმიერ დროს შეიძლება გამოცვალოს,“ - ამბობს თინა ბოკუჩავა.