ეს პრემიერის ლუსტრაცია კი არ არის, ეს არის ქალბატონი სალომე ზურაბიშვილის თვითლუსტრაცია - ქადაგიშვილი
"ეს პრემიერის ლუსტრაცია კი არ არის, ეს არის ქალბატონი სალომე ზურაბიშვილის თვითლუსტრაცია", - ეს განცხადება "ქართული ოცნების" დეპუტატმა ირაკლი ქადაგიშვილმა სალომე ზურაბიშვილის საპასუხოდ გააკეთა.
ქადაგიშვილი პრეზიდენტს CBS-ისთვის მიცემულ ინტერვიუს კრიტიკულად აფასებს. როგორც დეპუტატი ამბობს, პრეზიდენტის ინტერვიუმ აჩვენა, რომ პრეზიდენტი ევროპელ ლიდერებთან შეხვედრის დროს მთავრობის საწინააღმდეგო განცხადებებს გააკეთებდა.
დაადასტურა პრეზიდენტმა ის, რომ ის საზღვარგარეთ, რასაც ილაპარაკებდა, რომ მთავრობას არ სურს, საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე კანდიდატის სტატუსი მიიღოს. ეს თავისი პირით თქვა სალომე ზურაბიშვილმა, ახლა ხომ ნათელია, თუ რატომაც იკავებდა მთავრობა ასეთი აზრის მატარებელი პრეზიდენტის გაშვებას საზღვარგარეთ, ამით ყველაფერი ნათელია.
ეს პრემიერის ლუსტრაცია კი არ არის, ეს არის ქალბატონი სალომე ზურაბიშვილის თვითლუსტრაცია,“ - ამბობს ირაკლი ქადაგიშვილი.
ევროკავშირის სტატუსის მოლოდინში - საქართველოს პრეზიდენტი პრემიერ ღარიბაშვილის მუშაობით უკმაყოფილოა. ამერიკულ ტელეკომპანია CBS-სთან ინტერვიუში ზურაბიშვილი ღიად ამბობს, რომ ესმის მხოლოდ ლაპარაკი და მთავრობის მოქმედებებს ვერ ხედავს.