ენმ-ის პრეზიდენტმა თქვა? ეს ქალბატონი არალეგიტიმურია, პრეზიდენტის აზრი ნაღდად არ არის საინტერესო - მიქანაძე
"პრეზიდენტის აზრი ნაღდად არ არის საინტერესო მას შემდეგ, რაც ის კონსტიტუციის წინააღმდეგ წავიდა, ის საკუთარი ხალხის, ამომრჩევლის," - ასე ეხმაურება "ქართული ოცნების" დეპუტატი გივი მიქანაძე პრეზიდენტის CBS-ისთვის მიცემულ ინტერვიუს, სადაც სალომე ზურაბიშვილმა პრემიერი გააკრიტიკა.
მიქანაძე თანაგუნდელების მსგავსად ამტკიცებს, რომ სალომე ზურაბიშვილს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ, რაც მისი მხრიდან კონსტიტუციის დარღვევა დადგინდა, ლეგიტიმაცია აღარ აქვს. მიქანაძე ამბობს, რომ სალომე ზურაბიშვილი ახლა "ნაციონალური მოძრაობის" პრეზიდენტია.
ეს ენმ-ის პრეზიდენტმა თქვა? ეს ქალბატონი არალეგიტიმურია იმის შემდეგ, რაც საკონსტიტუციო სასამართლომ ამხილა ის კონსტიტუციის უხეშ დარღვევაში. მისი პოზიცია საინტერესო არის მხოლოდ ენმ-სთვის. პრეზიდენტის აზრი ნაღდად არ არის საინტერესო მას შემდეგ, რაც ის კონსტიტუციის წინააღმდეგ წავიდა, ის საკუთარი ხალხის, ამომრჩევლის და რაც მთავარია, ყველაზე მნიშვნელოვანი კანონის ჩვენს ქვეყანაში, რომლის გარანტიც თვითონ იყო, იმის წინააღმდეგ წავიდა და პრეზიდენტის განცხადება, რასაც მეუბნებით, ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ეს ადამიანი კანდიდატის წინააღმდეგ მოქმედია,“ - ამბობს გივი მიქანაძე.
ევროკავშირის სტატუსის მოლოდინში - საქართველოს პრეზიდენტი პრემიერ ღარიბაშვილის მუშაობით უკმაყოფილოა. ამერიკულ ტელეკომპანია CBS-სთან ინტერვიუში ზურაბიშვილი ღიად ამბობს, რომ ესმის მხოლოდ ლაპარაკი და მთავრობის მოქმედებებს ვერ ხედავს.