პრეზიდენტმა თქვა, რომ ქართველი ხალხის არჩევანი არის ევროპა, მაგრამ ეს არ არის ხელისუფლების არჩევანი - სამადაშვილი

30.10.23 17:07
პრეზიდენტმა თქვა, რომ ქართველი ხალხის არჩევანი არის ევროპა, მაგრამ ეს არ არის ხელისუფლების არჩევანი - სამადაშვილი

 

"პრეზიდენტმა რაც უთხრა მსმენელს არის ის, რომ დიახ, ქართველი ხალხის არჩევანი არის ევროპა, ევროატლანტიკურ სივრცეში ამ ქვეყნის მოქცევა, მაგრამ ეს არჩევანი როგორც ჩანს, არ არის დღევანდელი ხელისუფლების არჩევანი," - ეს განცხადება "ლელოს" ერთ-ერთმა ლიდერმა სალომე სამადაშვილმა გააკეთა.

სამადაშვილი პრეზიდენტის მიერ CBS-ისთვის მიცემულ ინტერვიუს ეხმაურება, სადაც სალომე ზურაბიშვილმა პრემიერის მხრიდან ევროკავშირთან დაახლოების ფორმები გააკრიტიკა და აღნიშნა, რომ სტატუსის მიღების სურვილი მხოლოდ სიტყვებში გამოიხატება.

სალომე სამადაშვილის შეფასებით, მთავრობას რომ სტატუსი არ უნდა, ეს ყველამ კარგად იცის, თუმცა, ახლა დასავლეთი პოლიტიკური გადაწყვეტილების მისაღებად ემზადება. 

ვფიქრობ, რომ პრეზიდენტმა რაც უთხრა მსმენელს არის ის, რომ დიახ, ქართველი ხალხის არჩევანი არის ევროპა, ევროატლანტიკურ სივრცეში ამ ქვეყნის მოქცევა, მაგრამ ეს არჩევანი როგორც ჩანს, არ არის დღევანდელი ხელისუფლების არჩევანი. 
ის, რომ „ქართულმა ოცნებამ“ ყველაფერი გააკეთა, რომ საქართველო დატოვოს ევროპული მომავლის გარეშე, მგონი, ყველასთვის ცხადია, ამიტომ ახლა მნიშვნელოვანია, რომ პოლიტიკური გადაწყვეტილება იქნას მიღებული დასავლეთში, რომელიც ცხადად ეტყვის რუსეთს და მათ მოკავშირე ხელისუფლებას, რომ მათი საბოტაჟის მიუხედავად, ქართველი ხალხი იმსახურებს, რომ ჰქონდეს ევროპული მომავალი,“ - განაცხადა სალომე სამადაშვილმა.