ორი არჩევანიდან - სტატუსი თუ ძალაუფლება, ბუნებრივია, ისინი უარს იტყვიან სტატუსზე - გოცირიძე
"ორი არჩევანიდან - სტატუსი თუ მათი ძალაუფლება, ბუნებრივია, ისინი უარს იტყვიან სტატუსზე ანუ ქვეყნის მომავალზე," - ეს განცხადება "ევროოპტიმისტების" თავმჯდომარე რომან გოცირიძემ გააკეთა.
გოცირიძე პრეზიდენტის ინტერვიუს ეხმაურება, სადაც სალომე ზურაბიშვილმა კითხვაზე "არ ჩანს, რომ პრემიერ-მინისტრი ევროკავშირის წევრობით არის დაინტერესებული?" აღნიშნა, რომ "ეს არის კითხვა, რომელსაც საქართველოს მთელი მოსახლეობა სვამს, ნამდვილად უნდათ სტატუსი, თუ ეს მხოლოდ მათ სიტყვებში გამოიხატება".
გოცირიძის თქმით, საქართველოს მთავრობის ქმედებებიც ამაზე მეტყველებს, რომ მათ კანდიდატის სტატუსი არ უნდათ, წინააღმდეგ შემთხვევაში ნაკისრ ვალდებულებებს შეასრულებდნენ.
2-ჯერ ორი 4-ია, როდესაც არ შეგისრულებია 9 რეკომენდაცია, ბუნებრივია, რომ ან არ გინდა ევროკავშირის წევრობა, ან გინდა ევროკავშირის წევრობა იმ ფორმით, რომ ვალდებულებები არ შეასრულო, რადგან ვალდებულებების შესრულება ნიშნავს ხელისუფლებს დაკარგვას. ორი არჩევანიდან - სტატუსი თუ მათი ძალაუფლება, ბუნებრივია, ისინი უარს იტყვიან სტატუსზე ანუ ქვეყნის მომავალზე,“ - ამბობს რომან გოცირიძე.