"ზოგს მღვდელი მოსწონს, ზოგს მღვდლის ცოლი" - გაიაშვილის პირველი კომენტარი მას შემდეგ, რაც "მონა. ჯი"-ზე აღმოჩნდა
თამაზ გაიაშვილის პირველი კომენტარი მას შემდეგ, რაც "მონა. ჯი"-ს "პლატფორმაზე აღმოჩნდა -"არ მაინტერესებს, ზოგს მღვდელი მოსწონს, ზოგს მღვდლის ცოლი" - ეს არის რუსეთთან კავშირებში ბრალდებული ბიზნესმენის პოზიცია, რომელსაც ხელისუფლებამ ცოტახნის წინ მილიონიანი დავალიანება ჩამოაწერა.
ჩემთვის არ აქვს მნიშვნელობა, ვის როგორი აზრი აქვს. ზოგს მღვდელი მოსწონს, ზოგს მღვდლის ცოლი. მე კარგა ხანია მფრინავებს ვზრდი, კარგა ხანია არ ვსაქმიანობ. ჩემი შვილი და ზა კი ფლობენ კომპანიებს, მაგრამ მე რე რა? ჩემი თემა არ არის, ისინი პასუხს გასცემენ თავად ყვეალს". - ამბობს გაიაშვილი.
აირზენას მფლობელი იმ ბიზნესმენებს შორის არის დასახლებული, ვინც ხოშტარია-ჯაფარიძის გუნდმა "მონა.ჯი"-ს ფიგურანტებს შორის დღეს დაასახელა.
იდენტიფიცირებულია 10 პირი საჯარო სამსახურებიდან და კერძო სექტორიდან, ვინც ხელისუფლების უკანონო დავალებების შესრულებაშია ბრალდებული. ყველა მათგანის ვინაობა ხოშტარია-ჯაფარიძის გუნდმა გაასაჯაროვა.