ღარიბაშვილის სკანდალური დეკლარაცია - ირაკლი კობახიძეც ამტკიცებს, რომ პრემიერი მდიდარი ოჯახის შვილია
პრემიერის სკანდალური დეკლარაცია - "ქართული ოცნება" დილიდან ირაკლი ღარიბაშვილს იცავს და ამტკიცებს, რომ ღარიბაშვილებს სამეწარმეო საქმიანობა გააჩნიათ, რომლის შემოსავლის ნაწილიც პრემიერს გადასცეს.
კობახიძე ოპოზიციის კრიტიკისთვისაც იცლის და ამბობს, რომ ყოფილი მაღალჩინოსნები წლების განმავლობაში იღებდნენ ძვირადღირებულ საჩუქრებს ოჯახის წევრებიოსგან.
პრემიერმა ამასთან დაკავშირებით გააკეთა კომენტარი და აღნიშნა, რომ მის ოჯახის წევრებს აქვთ სამეწარმეო საქმიანობა და ამ საქმიანობიდან მიღებული შემოსავლის ნაწილი გადაეცა პრემიერს. რაც შეეხება საჩუქრებს ოჯახის წევრებისგან, შეგიძლიათ, გადაამოწმოთ დეკლარაციები და ნახოთ, არაერთ ოპოზიციონერ პოლიტიკოს, რომელიც იღებდა საჩუქრებს საკუთარი ოჯახის წევრებისგან მიმდინარე წლების განმავლობაში. მათ აქვთ მიღებული ათი ათასობით ლარის საჩუქრები, მათ შორის, ოჯახის წევრებისგან - განაცხადა კობახიძემ.
ირაკლი ღარიბაშვილს მშობლებმა 180 ათასი ლარი აჩუქეს. დეკლარაციის თანახმად, ირაკლი ღარიბაშვილის მეუღლეს "ქართუ ბანკში" 96 ათასი ლარის ოდენობით საკრედიტო ხაზი აქვს.
30 ოქტომბერს გამოქვეყნებული დეკლარაცია პრემიერის 2022 წლის ხარჯებს ასახავს და იქ არ არის ჩანაწერი, რა დაუჯდა ირაკლი ღარიბაშვილის მამას ჩარტერული რეისის დაქირავება, რომლითაც პრემიერი და მისი ოჯახის წევრების საზაფხულო არდადეგებზე ამერიკაში გაემგზავრნენ.
ამასთან" შაბათის ეთერის" სკანდალური ჟურნალისტური გამოძიებით გაბრაზებულმა პრემიერმა მედიას უთხრა, რომ "მას მდიდარი მშობლები ჰყავს".