ანაკლიის პორტის მშენებლობა გაზაფხულამდე გადაიდო
"ანაკლიის პორტისთვის გათვალისწინებული იქნება 70 მილიონი ლარი, ჩვენი მხრიდან დასადები თანხები უკვე მობილიზებულია, დაიწყება მშენებლობა გაზაფხულზე", - ეს განცხადება პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე გააკეთა. პრემიერის განცხადებიდან ირკვევა, რომ პორტის მშენებლობა მომდევნო წლამდე გადაიდო.
არადა, პრემიერი ღარიბაშვილი ჯერ კიდევ ივნისში ამბობდა, რომ მშენებლობა 2023 წელს დაიწყებოდა.
როგორც ირაკლი ღარიბაშვილი ამბობს, წლის ბოლოს დასრულდება ინვესტორის შერჩევა და მშენებლობა მომდევნო წლის გაზაფხულზე დაიწყება.
ანაკლიის პორტისთვის გათვალისწინებული იქნება 70 მილიონი ლარი, ჩვენი მხრიდან დასადები თანხები უკვე მობილიზებულია, დაიწყება მშენებლობა გაზაფხულზე, ასეთი გეგმის მიხედვით. აქტიურად მიმდინარეობს ინვესტორის შერჩევა, რომელიც მალე დასრულდება - დეკემბერ-იანვარში მაქსიმუმ გამოვაცხადებთ გამარჯვებულ ინვესტორს და დავიწყებთ ანაკლიის მშენებლობას მარტი-აპრილში,“ - ამბობს პრემიერი.