პარტია მიიღებს გადაწყვეტილებებს მათთან დაკავშირებით - ფარულავა მელიას გუნდზე

04.11.23 12:00
პარტია მიიღებს გადაწყვეტილებებს მათთან დაკავშირებით - ფარულავა მელიას გუნდზე

ენმ-ს წევრი ლაშა ფარულავა ამბობს, რომ მელიას გუნდი თვითდაზიანებას აგრძელებს და პარტია მათთან დაკავშირებით აუცილებლად მიიღებს გადაწყვეტილებას.

რაც შეეხება მიხეილ სააკაშვილის გუშინდელ განცხადებას, რომ მომავალი არჩევნებისთვის სიაში უმრავლესობა ისეთი ადამიანები უნდა იყვნენ,  ვინც პარლამენტში არასდროს ყოფილან, ფარულავა აცხადებს, რომ  "ნაციონალური მოძრაობა" ყველა მნიშვნელოვან მომენტში ასხივებდა სიახლეს და ეს სიახლე დაკავშირებული იყო დასავლურ ინტეგრაციასთან.

მე ძველი სახე არ ვიცი ვარ თუ არა, მაგრამ პირდაპირ შემიძლია ვთქვა, რომ "ნაციონალური მოძრაობა" მოწოდებულია იმისთვის, რომ იბრძოლოს ბიძინა ივანიშვილის პუტინისტური რუსული პარტიის წინააღმდეგ. მიხეილ სააკაშვილმა გააცხადა, რომ ძირითადი ნაწილი და მუდმივად "ნაციონალური მოძრაობა" ყველა მნიშვნელოვან მომენტში ასხივებდა სიახლეს და ეს სიახლე დაკავშირებული იყო დასავლურ ინტეგრაციასთან და სწორედ ამ სულისკვეთებას უნდა ატარებდეს  ის საარჩევნო სია, რომელიც შემდგომი არჩევნებისთვის უნდა მომზადდეს. ეს ადამიანები აგრძელებენ თვითდაზიანებას და ჩვენ ვეღარ შევუშლით მათ ხელს და პარტია მიიღებს გადაწყვეტილებებს მათთან დაკავშირებით". - განაცხადა ლაშა ფარულავამ.