რუსეთის მსახურებაში მყოფი პრემიერის რუსული გავლენების შესახებ შეკითხვა მიამიტურია - ირაკლი კუპრაძე

05.11.23 11:47
რუსეთის მსახურებაში მყოფი პრემიერის რუსული გავლენების შესახებ შეკითხვა მიამიტურია - ირაკლი კუპრაძე

"ლელოს" გენერალურ მდივანს ირაკლი კუპრაძეს პრემიერის რუსული გავლენები არ უკვირს. საქმე ეხება "შაბათის ეთერის" ხმაურიან რეპორტაჟს, საიდანაც დგინდება, რომ რომ პარტია "ერთიანი რუსეთის" პიარ-ტექნოლოგმა პრემიერის ბიძაშვილს, ალეკო ყორანაშვილს ორი კომპანია ერთ ლარად აჩუქა. 

ოპოზიციის წევრის თქმით, რუსეთის მხახურებაში მყოფი ხელისუფლებისგან გასაკვირი არაფერია.

აქვს თუ არა მას რუსული კონტაქტები, არის მიამიტური შეკითხვა, იმიტომ, რომ რუსული ხელისუფლების მსახურებაში მყოფი პარტიის მთავარ პირს, პრემიერ-მინისტრს რომ არ ჰქონდეს რუსული კავშირები, რუსული ბიზნესსაქმეები, რიგი ანგარიშვალებულება რუსულ სივრცეებთან, ეკონომიკურ წრეებთან, რა თქმა უნდა, პოლიტიკურ წრეებთან, ეს იქნებოად წარმოუდგენელი. ადამიანები ირაკლი ღარიბაშვილის გარშემო გამდიდრდნენ, როცა მათ არაფერი გააჩნდათ ირაკლი ღარიბაშვილის პრემიერ-მინისტრობამდე და ეს კორუფციის და პოლიტიკური გაუგებრობის ახალი მიგნება შეიძლება იყოს, - ამბობს ირაკლი კუპრაძე.