"დამატებითი შესწავლის საფუძველია" - ირაკლი ნადირაძე პრემიერის შესაძლო რუსულ კავშირებზე

05.11.23 11:54
"დამატებითი შესწავლის საფუძველია" - ირაკლი ნადირაძე პრემიერის შესაძლო რუსულ კავშირებზე

"შაბათის ეთერის" ხმაურიანი გამოძიების შემდეგ ოპოზიცია ანტოკორუფციულ სამსახურს და კონტრდაზვერვას საქმით დაინტერესებისკენ მოუწოდებს. გამომძიებელმა ჟურნალისტებმა დაადგინეს, რომ რომ პარტია "ერთიანი რუსეთის" პიარ-ტექნოლოგმა პრემიერის ბიძაშვილს, ალეკო ყორანაშვილს ორი კომპანია ერთ ლარად აჩუქა. 

ენმ-ს წევრი ირაკლი ნადირაძე არ გამორიცხავს, რომ ირაკლი ღარიბაშვილს თავისი ბიზნესები ფიქტიურად მის ნათესავზე აქვს გადაფორმებული. 

არა მარტო ანტიკორუფციული სამსახური უნდა ინტერესდებოდეს ამ ფაქტით, ხომ არ არის ეს სინამდვილეში ღარიბაშვილის ბიზნესები, რომელიც ფიქტიურად აქვს გადაფორმებული მის უახლოეს ნათესავზე, არამედ ასევე, კონტრაზვერვის სამსახური უნდა ინტერესდებოდეს, იმიტომ, რომ პუტინის მმართველი პარტიის „ეძნნაია რასსიას“ პიარ-ტექნოლოგი ნიშნავს იმას, რომ ის არის პირდაპირ გადაფსკვნილი ფსბ-ზე და მისი პროპაგანდისტული მანქანებით ხელმძღვანელობენ და მართავენ ხოლმე ისინი „ეძინნაია რასსიას“ საარჩევნო კამპანიას და როდესაც ეს ადამიანი კავშირია პრემიერ-მინისტრი უახლოეს ნათესავთან, ეს უნდა იყოს დამატებითი შესწავლის საფუძველი, - ამბობს ირაკლი ნადირაძე.