ძიძიგურის ბრალდება არის საბჭოთა "კაგებეშნიკური" მეთოდებით დაწერილი სცენარი სუს-ში - სიჭინავა

06.11.23 13:52
ძიძიგურის ბრალდება არის საბჭოთა "კაგებეშნიკური" მეთოდებით დაწერილი სცენარი სუს-ში - სიჭინავა

გახარიას პარტიიდან გარიცხული ნატალია ძიძიგურის ბრალდებებს ადრესატი ბერდია სიჭინავა "პირველებთან" პასუხობს. როგორც სიჭინავა ამბობს, სუს-ში დაწერილი სცენარის მიხედვით მოქმედებს მისი ყოფილი თანაგუნდელი.

რაც შეეხება ზეწოლასა და შანტაჟს, როგორც გახარიას გუნდის წევრი სიჭინავა ამბობს, ეს ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება. 

რაც შეეხება ნატალია ძიძიგურის ბრალდებას, ეს არის საბჭოთა "კაგებეშნიკური" მეთოდებით დაწერილი სცენარი სუს-ში. იცით, რომ ორი კვირის წინ გავაგდეთ ეს ქალი და ორი კვირის თავზე, როგორც ჩანს, მთელი ამ პერიოდის განმავლობაში რაღაც სცენარს ალაგებდნენ და ამ სცენარის გამოხატულება იყო უნიჭო შესრულებით, რომელიც ქალბატონმა ნატალიამ განახორციელა. 
არანაირი მსგავსი ქმედება, არც ვიცი, მის პირად ცხოვრებაში რა ხდება ახლა, რა ხდებოდა წარსულში და საუბარი ამასთან დაკავშირებით, რომ მას პოლიტიკური პარტია პირადი ცხოვრებით აშანტაჟებდა, წარმოუდგენელი ბრალდებაა. არსებობს რაღაც ზღვარი, რაც არავინ უნდა გადალახოს და ქალბატონმა ნატალიამ სამწუხაროდ, ეს შეძლო. ძალიან სამწუხაროა, რომ სუს-ის ინსტრუმენტი ხდები სუს-ის, თუმცა ყველაფერი არ უნდა იკადრო, ყველაფერი იკადრა ქალბატონმა ნატალიამ,“ - ამბობს ბერდია სიჭინავა.

ბათუმის საკრებულოში პარტია „საქართველოსთვის“ ყოფილი წევრი ნატალია ძიძიგური, ყოფილ თანაპარტიელებს ბერდია სიჭინავას და შალვა კერესელიძეს ზეწოლაში ადანაშაულებს. ამასთან როგორც ძიძიგური აცხადებს, „ამხელა ზეწოლა გიორგი გახარიას გარეშე არ ხდება“.