თუ რამე დანაშაულის ნიშანია, უნდა გამოიძიონ - დავითულიანი გახარიას გუნდის შანტაჟში დადანაშაულებაზე
გახარიას გუნდის წინააღმდეგ, შესაძლოა, გამოძიება დაიწყოს - "ქართული ოცნების" წევრები გახარიას მიერ პარტიიდან გარიცხული ნატალია ძიძიგურის განცხადების მოსმენის შემდეგ არ გამორიცხავენ, რომ დანაშაულის ნიშნების გამოკვეთის შემთხვევაში, მომხდარით საგამოძიებო უწყება დაინტერესდეს.
როგორც ბექა დავითულიანი ამბობს, გახარიას გუნდი შანტაჟამდე მივიდნენ. "ოცნების" დეპუტატის თქმით, პარტია "საქართველოსთვის" რეგიონებში ენმ-სთან თანამშრომლობს.
სამწუხაროდ, ამაში არაფერი ახალი არ არის. ჩვენ ვნახეთ უბრალოდ ფაქტი, რომ სადაც შესაძლებლობა მიეცა ამ პარტიას, კოალიცია შეკრა ყველგან ენმ-სთან და სიახლე აქ მხოლოდ ის არის, რომ შანტაჟამდე მისულან. სამწუხაროა ძალიან, თუ რამე დანაშაულის ნიშანია, უნდა გამოიძიონ,“ - ამბობს ბექა დავითულიანი.
ბათუმის საკრებულოში პარტია „საქართველოსთვის“ ყოფილი წევრი ნატალია ძიძიგური, ყოფილ თანაპარტიელებს ბერდია სიჭინავას და შალვა კერესელიძეს ზეწოლაში ადანაშაულებს. ამასთან როგორც ძიძიგური აცხადებს, „ამხელა ზეწოლა გიორგი გახარიას გარეშე არ ხდება“.