როდესაც პრაგმატულ პოლიტიკას ტაშს უკრავს "ოცნება", ჩვენი მოქალაქეები იღუპებიან - აქუბარდია
ოპოზიციონერი პოლიტიკოსი თეონა აქუბარდია რუსი ოკუპანტების მიერ სოფელ კირბალთან საქართველოს მოქალაქის მკვლელობას ეხმაურება და ამბობს, რომ საფრთხეების შეფასება და დეოკუპაციის პოლიტიკის განახლება პირველი უმნიშვნელოვანესი ეტაპია, რაც ხელისუფლებამ უნდა გააკეთოს.
დეპუტატი "დღის ამბებთან" აღნიშნავს, რომ მმართველი ხელისუფლების პრაგმატულ პოლიტიკას არაერთი უდანაშაულო მოქალაქის სიცოცხლე ეწირება.
პირველი რაც უნდა გაკეთდეს, ეს არის შეფასება ამ ფაქტის, ისევე როგორც საფრთხეების ჩვენი მოქალაქეებისთვის. ძალიან მიჭირს რაიმე გითხრათ, რადგან 2011 წლიდან არ განახლებულა პოლიტიკა დეოკუპაციის კუთხით და რუსეთთან მიმართებით საერთოდ რანაირი პოლიტიკა გვაქვს. როდესაც პრაგმატულ პოლიტიკას ტაშს უკრავს "ქართული ოცნება", ჩვენი მოქალაქეები იღუპებიან," - აღნიშნა აქუბარდიამ.
სუს-ის ინფორმაციით, სოფელ კირბალის მიმდებარედ ადგილობრივი მოქალაქის უკანონოდ დაკავების მცდელობისას ოკუპანტებმა ისროლეს და საქართველოს მოქალაქე მოკლეს. ასევე, გატაცებულია ერთი მოქალაქე.