ვიცით, რომ ეკლესიის ტერიტორიიდან მოხდა გატაცება და სროლა ოკუპანტების მხრიდან - გორის საკრებულოს წევრი
გორის საკრებულოს წევრის ანო ბალიაშვილის ინფორმაციით, ოკუპანტებმა სოფელ კირბალთან ეკლესიასთან დააკავეს საქართველოს ერთი მოქალაქე, ხოლო მეორე მოკლეს.
ანო ბალიაშვილის თქმით, ახლა ის სოფელ კირბალისკენ მიემართება და შეეცდება სოფელში შესვლას. თუმცა, ამ დროის მონაცემებით, პოლიციას სოფლის შესასვლელი გზა გადაკეტილი აქვს და მაქსიმალური მობილიზებაა სამართალდამცავების ადგილზე.
შევეცდებით, რომ შევიდეთ სოფელ კირბალში და იქ მყოფებს, განსაკუთრებით მათ, ვისაც აინტერესებთ თავიანთი ოჯახის წევრების მდგომარეობა, როგორღაც თანადგომა გამოვუცხადოთ და ასევე გვაინტერესებს იმ ადამიანის მდგომარეობა, ვინც არის გატაცებული.
კონკრეტული ინფორმაცია არ გვაქვს, მაგრამ ვიცით, რომ ეკლესიის ტერიტორიიდან მოხდა გატაცება და სროლა ოკუპანტების მხრიდან და კიდევ ერთხელ დაადასტურა საოკუპაციო რეჟიმმა, რომ ეკლესიებში აღარ უშვებენ ადამიანებს. ეკლესიის მიმდებარე ტერიტორიიდან მოხდა, რამდენადაც ჩვენთვის ცნობილია,“ - ამბობს საკრებულოს წევრი.
სუს-ის ინფორმაციით, სოფელ კირბალის მიმდებარედ ადგილობრივი მოქალაქის უკანონოდ დაკავების მცდელობისას ოკუპანტებმა ისროლეს და საქართველოს მოქალაქე მოკლეს. ასევე, გატაცებულია ერთი მოქალაქე.