მოვითხოვ, რომ საქართველოს ხელისუფლებამ გადმოაცემინოს მკვლელები ჩვენს სამართალდამცველ ორგანოებს - ხაზარაძე

06.11.23 19:46
მოვითხოვ, რომ საქართველოს ხელისუფლებამ გადმოაცემინოს მკვლელები ჩვენს სამართალდამცველ ორგანოებს - ხაზარაძე

"დღეს ყველა მოწმენი გავხდით შემზარავი ფაქტის, ოკუპანტებმა მოგვიკლეს ჩვენი თანამოქალაქე, ეს არის დანაშაული, ეს არის მკვლელობა და კიდევ ერთი დადასტურება, რომ რუსეთი არის ოკუპანტი", - ამ განცხადებას "ლელოს" ლიდერი მამუკა ხაზარაძე აკეთებს და სოფელ კირბალთან ოკუპანტების მხრიდან საქართველოს მოქალაქის მოკვლას ეხმაურება. 

როგორც ხაზარაძე ამბობს, ხელისუფლებამ მკვლელების გადმოცემა და გასამართლება უნდა მოითხოვოს.

ამიტომ მოვითხოვ, რომ საქართველოს ხელისუფლებამ გადმოაცემინოს ის მკვლელები ჩვენს სამართალდამცველ ორგანოებს. ეს იქნება სწორი მოთხოვნა. დაველოდებით რას იზამს „ქართული ოცნება“, ეს არის დანაშაული ჩვენი ქვეყნის, თითოეული ჩვენი მოქალაქის მიმართ,“ - ამბობს მამუკა ხაზარაძე.
 

სუს-ის ინფორმაციით, სოფელ კირბალის მიმდებარედ ადგილობრივი მოქალაქის უკანონოდ დაკავების მცდელობისას ოკუპანტებმა ისროლეს და საქართველოს მოქალაქე მოკლეს. ასევე, გატაცებულია ერთი მოქალაქე.