რაც შეიძლება გაკეთდეს - არის მკვლელების გადმოცემა საქართველოს იურისდიქციის ქვეშ და უმკაცრესად დასჯა - კუპრაძე

06.11.23 20:17
რაც შეიძლება გაკეთდეს - არის მკვლელების გადმოცემა საქართველოს იურისდიქციის ქვეშ და უმკაცრესად დასჯა - კუპრაძე

"მოვითხოვთ საქართველოს ხელისუფლებამ უზრუნველყოს მკვლელების გადმოცემა, რომ მოხდეს მათი გასამართლება ქართული კანონმდებლობით" - ეს განცხადება "ლელო საქართველოსთვის" გენერალურმა თავმჯდომარე ირაკლი კუპრაძემ "პირველებთან" საუბრის დროს გააკეთა.

ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ამბობს, რომ ამ შედეგამდე "ქართული ოცნების" პრაგმატული პოლიტიკის გამო მოვედით.

გაათამამეს ოკუპანტი, რომელმაც გაბედა ყველაზე უმძიმესი რამ, საოკუპაციო ხაზთან მოკლა საქართველოს ერთი მოქალაქე და გაიტაცა მეორე უკანონოდ დაკავების შედეგად. ფაქტია, რომ "ქართული ოცნება" უშვებს რუსეთის ინტერესების ბოგინს საქართველოში. ერთადერთი რამ, რაც შეიძლება ახლა გაკეთდეს, არის მკვლელების და ყველა დამნაშავე პირის გადმოცემა საქართველოს იურისდიქციის ქვეშ და მათი უმკაცრესად დასჯა - აღნიშნა კუპრაძე.

სუს-ის ინფორმაციით, სოფელ კირბალის მიმდებარედ ადგილობრივი მოქალაქის უკანონოდ დაკავების მცდელობისას ოკუპანტებმა ისროლეს და საქართველოს მოქალაქე მოკლეს. ასევე, გატაცებულია ერთი მოქალაქე.