"ოცნების" მოღალატეობრივი პოლიტიკის შედეგი - ცისკარიშვილი საქართველოს მოქალაქის მკვლელობაზე

06.11.23 20:39
"ოცნების" მოღალატეობრივი პოლიტიკის შედეგი - ცისკარიშვილი საქართველოს მოქალაქის მკვლელობაზე

ოპოზიცია სოფელ კირბალში საქართველოს მოქალაქის მკვლელობაზე პასუხისმგებლობას ხელისუფლებას აკისრებს. 

როგორც ნაციონალური მოძრაობის" გენერალური მდივანი პეტრე ცისკარიშვილი ამბობს, ეს არის შედეგი "ქართული ოცნების" მოღალატეობრივი პოლიტიკისა, რომელსაც ივანიშვილის გუნდი 2012 წლიდან ახორციელებს.

ეს "ქართული ოცნების" პრაგმატული პოლიტიკა კი არა, მოღალატეობრივი პოლიტიკაა, რომელსაც ხელისუფლებაში მოსვლის პირველივე დღიდან ახორციელებენ. მათ მოშალეს და მოარღვიეს სახელმწიფოებრივი ღირსება, სახელმწიფოს იმუნიტეტი. ეს პირდაპირი სიგნალია ოკუპანტისთვის, რომ მათ შეუძლიათ ასეთი თამაშივით ნადირობა მოაწყონ ჩვენს თანამოქალაქეებზე და პრემიებსაც იღებენ იმაში, რაც უფრო მეტი ქართველი გაიტაცონ და წაიყვანონ ცხინვალის იზოლატორში. ასეთი უბედურებით და ენით აუწერელი ტრაგედიით დამთავრდა - აღნიშნა ცისკარიშვილმა.

სუს-ის ინფორმაციით, სოფელ კირბალის მიმდებარედ ადგილობრივი მოქალაქის უკანონოდ დაკავების მცდელობისას ოკუპანტებმა ისროლეს და საქართველოს მოქალაქე მოკლეს. ასევე, გატაცებულია ერთი მოქალაქე.