"ცუდად ვარ" - ოკუპანტების მიერ გატაცებული ლევან დოთიაშვილი თავისუფალია

09.11.23 21:26
"ცუდად ვარ" - ოკუპანტების მიერ გატაცებული ლევან დოთიაშვილი თავისუფალია

 

 

 

ოკუპანტების მიერ გატაცებული ლევან დოთიაშვილი თავისუფალია. ის რამდენიმე წუთის წინ ქართულ მხარეს გადმოსცეს.

მან მედიასთან დღეს კომენტარი არ გააკეთა და დაჰპირდა მედიას, რომ ხვალ მოუყვება ლომისასთან განვითარებულ პროცესებს. 

ცუდად ვარ და ხვალ დაგელაპარაკებით," - უთხრა ჟურნალისტებს დოთიაშვილმა.

სუს-ის ინფორმაციით, ლევან დოთიაშვილის დაუყოვნებელი და უპირობო გათავისუფლების საკითხი აქტიურად განიხილებოდა 6 ნოემბერს, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ერგენთში გამართულ ტექნიკურ  შეხვედრაზე, რომელშიც მონაწილეობდნენ რუსეთის საოკუპაციო ძალების, ოკუპირებული ცხინვალის რეგიონისა და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლები.

უკანონო დაკავებულის გათავისუფლების შესახებ კომუნიკაციისას, ასევე, ინტენსიურად გამოიყენებოდა როგორც „ცხელი ხაზის“ მექანიზმი, ისე ცენტრალური ხელისუფლების ხელთ არსებული ყველა სხვა ინსტრუმენტი. მოლაპარაკებებში აქტიურად იყვნენ ჩართული საერთაშორისო პარტნიორები.  

ცენტრალური ხელისუფლება განაგრძობს აქტიურ მუშაობას  თამაზ გინტურის მკვლელობაში მონაწილე პირების მიმართ მართლმსაჯულების აღსრულების მიზნით. მუშაობა, ასევე, მიმდინარეობს ოკუპირებულ ტერიტორიებზე უკანონო პატიმრობაში მყოფი საქართველოს ყველა მოქალაქის გასათავისუფლებლად," - წერია სუს-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

დოთიაშვილი სამდღიანი ტყვეობის შემდეგ გადმოსცეს ოკუპირებული რეჟიმის წარმომადგენლებმა საქართველოს მთავრობას. საოკუპაციო რეჟიმის მიერ დღეს გავრცელებულ ინფორმაციაში ნათქვამია, რომ დოთიაშვილმა აღიარა დანაშაული და თქვა, რომ საოკუპაციო ხაზი შეგნებულად დაარღვიეს და ეს  თამაზ გინტურის მოთხოვნით მოხდა. სეპარატისტული რეჟიმი გინტურს სააკაშვილის მომხრედ აცხადებს და ასე ცდილობს რეჟიმი ახლა 2008 წლის ომის მონაწილის მკვლელობის გამართლებას. თუმცა გავრცელებულ ვიდეოში დოთიაშვილის ამ შინაარსის ჩვენება არ ფიგურირებს.  

მსგავსი სიახლეები