შეგნებულად, ხშირად გადადიან ნასვამ მდგომარეობაში, რისთვის უნდა მოვიხადო ბოდიში? - გორის საკრებულოს თავმჯდომარე

10.11.23 15:10
შეგნებულად, ხშირად გადადიან ნასვამ მდგომარეობაში, რისთვის უნდა მოვიხადო ბოდიში? - გორის საკრებულოს თავმჯდომარე

 

 

 

გორის საკრებულოს თავმჯდომარე დავით რაზმაძე ისევ იმეორებს, რომ საქართველოს მოქალაქეები შეგნებულად გადადიან ნასვამ მდგომარეობაში ე.წ. საზღვართან და მისი ამ განცხადების გამო ბოდიშის მოხდას არ აპირებს.

ძალიან ბევრია შემთხვევა, როცა შეგნებულად გადადიან, ხშირად ნასვამ მდგომარეობაში, რეალობაა, რომ ადამიანი ნასვამ მდგომარეობაში, არაადეკვატურია და ბევრჯერ აკეთებს იმას, რასაც ფხიზელ მდგომარეობაში არ გააკეთებს. რისთვის უნდა მოვიხადო ბოდიში, იმისთვის, რომ ადამიანმა კანონი უნდა დაიცვას და არ უნდა წავიდეს. მათ რა ჰგონიათ, საკუთარი თავი ჩვენ არ გვეკუთვნის, ჩვენ ჩვენს ქვეყანას ვეკუთვნით, ამიტომ ჩვენს თავს უნდა გავუფრთხილდეთ", - განაცხადა რაზმაძემ. 

ხმაურიანი სხდომა გორის საკრებულოში. ოპოზიცია თავმჯდომარისგან ბოდიშის მოხდას ითხოვს. 

ყველას იქ უნდა ლოცვა და ქეიფი - ამ განცხადების გამო დღეს ოპოზიცია რაზმაძეს სიტყვიერად დაუპირისპირდა. თუმცა სიტყვის უკან წაღების ნაცვლად "ოცნების" დეპუტატმა უფრო მწვავე განცხადებები გააკეთა.

უნდა აღინიშნოს, რომ დავით რაზმაძე არის ვახტანგ კარიჭაშვილის ცოლის ძმა. კარიჭაშვილი ის ადამიანია, რომელსაც რამდენიმე დღის წინ საერთაშორისო სანქციები დაედო, რუსეთთან კავშირების გამო.

 

 

მსგავსი სიახლეები