გინტურის მკვლელობა - კირბალში სუს-ის უფროსი და შს მინისტრი ჩავიდნენ, თუმცა მედიასთან არ გაჩერდნენ

10.11.23 15:55
გინტურის მკვლელობა - კირბალში სუს-ის უფროსი და შს მინისტრი ჩავიდნენ, თუმცა მედიასთან არ გაჩერდნენ

გინტურის მკვლელობა - სოფელ კირბალში გრიგოლ ლილუაშვილი და ვახტანგ გომელაური ჩავიდნენ. სუს-ის უფროსი და შს მინისტრი რუსი ოკუპანტების მიერ მოკლული თამაზ გინტურის ოჯახში სამძიმარზე იმყოფებოდნენ.

გრიგოლ ლილუაშვილმა და ვახტანგ გომელაურმა სოფელი ისე დატოვეს, რომ მედიასთან კომენტარი არ გააკეთეს. 

რუსი ოკუპანტების მიერ მოკლულ თამაზ გინტურს ხვალ სოფლის სასაფლაოზე დაკრძალავენ.

რაც შეეხება, ოკუპანტების მიერ უკანონოდ დატყვევებულ და გუშინ გვიან ღამით გათავისუფლებულ ლევან დოთიაშვილს, მან მედიასთან დღეს პირველი კომენტარი გააკეთა და ლომისის სალოცავთან განვითარებული მოვლენები გაიხსენა.

 

მსგავსი სიახლეები