ასეთი გმირი კაცის მკვლელობა ყველასთვის დიდი ტკივილია - მაჩალიკაშვილი კირბალში ჩავიდა
ასეთი გმირი კაცის მკვლელობა ყველასთვის დიდი ტკივილია - მალხაზ მაჩალიკაშვილი კირბალში ჩავიდა.
მაჩალიკაშვილის თქმით, ეს ფაქტი, რაც ახლა მოხდა და ის წინა გატაცებებიც ზუსტად იმიტომ ხდება, რომ ჩვენ ადგილზე არ გვყავს პოლიცია.
ასეთი გმირი და ვაჟკაცი კაცის მკვლელობა ყველასთვის ძალიან დიდი ტკივილია, მთელი ქვეყნისთვის. ეს არის ჩვენი მტრის, ჩვენი ოკუპანტის მიერ მოკლული. ეს უნდა კონტროლდებოდეს, საპატრულო პოლიცია სულ უნდა მოძრაობდეს. ეს ფაქტი, რაც ახლა მოხდა და ის წინა გატაცებებიც ზუსტად იმიტომ ხდება, რომ ჩვენ არ გვყავს პოლიცია". - განაცხადა მაჩალიკაშვილმა.
რუსი ოკუპანტების მიერ მოკლულ თამაზ გინტურს ხვალ სოფლის სასაფლაოზე დაკრძალავენ.
რაც შეეხება, ოკუპანტების მიერ უკანონოდ დატყვევებულ და გუშინ გვიან ღამით გათავისუფლებულ ლევან დოთიაშვილს, მან მედიასთან დღეს პირველი კომენტარი გააკეთა და ლომისის სალოცავთან განვითარებული მოვლენები გაიხსენა.