ძალიან მძიმეა განცდა, როდესაც მოვდივართ ადამიანთან სამძიმარზე, რომელიც პრაქტიკულად, საკუთარ სახლთან მოკლეს - წერეთელი
ძალიან მძიმეა განცდა, როდესაც მოვდივართ ადამიანთან სამძიმარზე, რომელიც პრაქტიკულად, საკუთარ სახლთან მოკლეს - "ევროპული საქართველოს" წევრი გიგი წერეთელი კირბალში ჩავიდა.
პოლიტიკოსმა თამაზ გინტურის ოჯახს მიუსამძიმრა და ჟურნალისტებთან იმ არაეფექტურ პოლიტიკაზე ისაუბრა, რასაც საქართველოს ხელისუფლებას აქვს ოკუპანტის მიმართ.
ძალიან მძიმეა ის განცდა, როდესაც მოვდივართ ადამიანთან სამძიმარზე, რომელიც პრაქტიკულად, საკუთარ სახლთან მოკლეს იმისთვის, რომ სალოცავად მიდიოდა, სასაფლაოზე იყო და ეს გამოხატავს იმ უმძიმეს ვითარებას, რომელიც სამწუხაროდ დღეს ოკუპაციის გამო, რუსეთის პოლიტიკის გამო შეიქმნა. სამწუხაროა, რომ ეფექტური პოლიტიკა ამის პრევენციისთვის, საქართველოს და მის ხელისუფლებას არ აქვს. არგაღიზიანება არ ნიშნავს იმას, რომ პრინციპული არ უნდა იყო და არ უნდა დაიცვა შენი ხალხის და შენი ქვეყნის ინტერესი". - ამბობს გიგი წერეთელი.
რუსი ოკუპანტების მიერ მოკლულ თამაზ გინტურს ხვალ სოფლის სასაფლაოზე დაკრძალავენ.
რაც შეეხება, ოკუპანტების მიერ უკანონოდ დატყვევებულ და გუშინ გვიან ღამით გათავისუფლებულ ლევან დოთიაშვილს, მან მედიასთან დღეს პირველი კომენტარი გააკეთა და ლომისის სალოცავთან განვითარებული მოვლენები გაიხსენა.