პანსიონი ეკუთვნის საპატრიარქოს და ჩემი საქმე არ არის, ვის დანიშნავენ - "ოცნების" დეპუტატი

15.06.21 11:09
პანსიონი ეკუთვნის საპატრიარქოს და ჩემი საქმე არ არის, ვის დანიშნავენ - "ოცნების" დეპუტატი

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილე, ბექა დავითულიანი, ამბობს, რომ ნინოწმინდის პანსიონში ხელმძღვანელის დანიშვნის საკითხი მისი კომპეტენცია არ არის. დავითულიანი, რომელიც 2 კვირის წინ ხელისუფლებამ პანსიონში ვითარების გასარკვევად გააგზავნა, აცხადებს, რომ არ იცის, დაწესებულებაში რა ტიპის დარღვევები იყო. 

პანსიონი ეკუთვნის საპატრიარქოს და ჩემი საქმე არ არის, იქ ვის დანიშნავენ, არ აქვს მნიშვნელობა, ვის დანიშნავენ, მთავარია, ბავშვების უფლებები იყოს რეალიზებული. მე არ ვარ კომპეტენტური პირი, რომ შევაფასო იქ, რა სახის და რა ტიპის დარღვევები იყო. ჩემი მისია იქ იყო მედიაცია ადმინისტრაციასა და სახელმწიფოს წარმომადგენლებს შორის", - ამბობს ბექა დავითულიანი. 

შეგახსენებთ, რომ ნინოწმინდის პანსიონის მმართველობიდან მეუფე სპირიდონი გუშინ  გადააყენეს და ბოდბელი მიტროპოლიტი, იაკობი, დანიშნეს. გადაწყვეტილება პანსიონში ხელმძღვანელის შეცვლასთან დაკავშირებით პატრიარქმა ილია მეორემ მიიღო.