მმართველი პარტიის ყულაბაში ფული მოგონილი სქემებით ირიცხება - თამაზ დათუნაშვილი

12.11.23 11:13
მმართველი პარტიის ყულაბაში ფული მოგონილი სქემებით ირიცხება - თამაზ დათუნაშვილი

კანონი პარტიების დაფინანსების შესახებ იწვევს იმას, მმართველი პარტიის ყულაბაში ფული მოგონილი სქემებით ირიცხება , - ამის შესახებ "ლელოს" წევრი თამზ დათუნაშვილის საუბრობს. საქმე ეხება "შაბათის ეთერის გამოძიებას", საიდანაც ირკვევა, რომ "ქართულ ოცნებას" ფულს რუსული კომპანიები ჩუქნიან.

ოპოზიციის წევრის თქმით, ფაქტი ცხადყოფს, რომ მზადება 2024 წლის არჩევნებისთვის დაწყებულია და თეთრთან ერტად შავი ფულიც იტრიალებს. 

კანონი პარტიების დაფინანსების შესახებ იწვევს იმას, რომ ასეთი, აბსოლუტურად არალეგალური, აბსოლუტურად მოგონილი სქემებით მოხდეს ფულის ჩარიცხვა პარტიულ ყულაბაში. ეს ნიშნავს, რომ მზადება 24 წლისთვის გახსნილია და ეს მხადება დაიწყო დიდი ხნით ადრე, დიდი შავი ფული იტრიალებს ამ თეთრ ფულთან ერთად და იმ არმიას, სახელმწიფო კონტრაქტორების, "ქართულ ოცნებასთან" დაახლოებული ბიზნესმენების, მინიოლიგარქების, რომლებიც აქამდე იყვნენ დამფინანსებლები "ქართული ოცნების", ახლა შეუერთდა რუსეთის მოქალაქეები, - ამბობს თამაზ დათუნაშვილი. 

"შაბათის ეთერის" გამომძიებელი ჟურნალისტების მიერ მოპოვებული მტკიცებულებებით დადგინდა, რომ მმართველ პარტიას დიდ ფულს ჩუქნიან ადამიანები, ვისას ამის საშუალება არ აქვთ. მმართელ პარტიას მხოლოდ 3 თვეში 3 მლნ-ზე მეტი ჩაურიცხეს. 

დადგენილია, რომ რუსულმა კომპანიებმა "ქართულ ოცნებას" ათი ათასობით ლარი აჩუქეს, კვალის არევის მიზნით კი  ქართველი თანამშრომლების ანგარიშები გამოიყენეს. 

მსგავსი სიახლეები