"ოცნება" თაღლითობის შემდეგ ეტაპზე გადავიდა - ბესიკ დონაძე

12.11.23 13:51
"ოცნება" თაღლითობის შემდეგ ეტაპზე გადავიდა - ბესიკ დონაძე

"ოცნება" თაღლითობის ახალ ეტაპზე გადავიდა, - ასე აფასებს კორუფციის მკვლევარი ბესიკ დონაძე მმართველ პარტიის ყულაბაში რუსული კომპანიების მიერ ჩარიცხულ თანხებს. "ევროპული საქართელოს" წევრი ამბობს, რომ ამ ქმედებით ხელისუფლება სისხლის სამართლის დამნაშავეებს ხდის საქართელოს მოქალაქეებსაც, რომლების ანგარიშებსაც ამ ტანხების გადასარიცხად იყენებს. 

"ქართული ოცნება" გადავიდა შემდეგ ეტაპზე თაღლითობის და ეს არის მტრული სახელმწიფოს კომპანიებისგან, ის სახელმწიფო, რომელსაც ოკუპირებული აქვს ტერიტორიები, იმ სახელმწიფოს კომპანიებისგან დაიწყო "ქართული ოცნების" ანუ პარტიის დაფინანსება და ეს დაფინანსება დაიწყო თაღლითური სქემით, რომელ თაღლითურ სქემაში ასევე ჰყავს ჩართული საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც იმ ჩართულობის შემდეგ, როდესაც განახორციელებენ ჩარიცხვებს ანუ ე.წ. შემოწირულობებს, ეს ადამიანები ხდებიან სისხლის სამართლის დამნაშავეები გამომდინარე იქიდან, რომ ამ ადამიანებმა შესწირეს ისეთი თანხები, რომელი თანხებიც მათ არ ჰქონდათ, - ამბობს ბესიკ დონაძე. 

"შაბათის ეთერის" გამომძიებელი ჟურნალისტების მიერ მოპოვებული მტკიცებულებებით დადგინდა, რომ მმართველ პარტიას დიდ ფულს ჩუქნიან ადამიანები, ვისას ამის საშუალება არ აქვთ. მმართველ პარტიას მხოლოდ 3 თვეში 3 მლნ-ზე მეტი ჩაურიცხეს. 

დადგენილია, რომ რუსულმა კომპანიებმა "ქართულ ოცნებას" ათი ათასობით ლარი აჩუქეს, კვალის არევის მიზნით კი  ქართველი თანამშრომლების ანგარიშები გამოიყენეს. 

 

მსგავსი სიახლეები