"ოცნების" პროპაგანდისტები და გორის საკრებულოს თავმჯდომარე - ვინ არიან MONA.GE-ს ახალი ფიგურანტები?

15.11.23 12:23
"ოცნების" პროპაგანდისტები და გორის საკრებულოს თავმჯდომარე - ვინ არიან MONA.GE-ს ახალი ფიგურანტები?

MONA.GE-ს ახალი ფიგურანტები - პლატფორმაზე მოხვდა გორის საკრებულოს  თავმჯდომარე, დავით რაზმაძე,  რომელმაც ოკუპანტების მიერ მოკლული თამაზ გინტურზე სკანდალური განცხადება გააკეთა. („რამდენი ვიღაცა დალევს, მერე მოუნდება იქ უნდა გადავიდეს, იქით უნდა ილოცოს, იქ უნდა გააგრძელოს ქეიფი…“)

შავ სიაში შეიყვანეს სახელისუფლებო არხების ექსპერტებიც, რომლებიც  MONA.GE-ს  ინფორმაციით, ანტიდასავლური და რუსული პროპაგანდას ავრცელებენ. 

სიაში მოხვდნენ უჩა მამაცაშვილის ბიზნეს პარტნიორის, ვახტანგ კარიჭაშვილის კომპანია "ბოლეროს" დირექტორი ირაკლი ბექაური და მასთან და ივანიშვილის დეიდაშვილთან დაკავშირებული ბიზნესმენი დავით ბოჭორიშვილი. 

ცნობისთვის, კარიჭაშვილი უკრაინამ რამდენიმე დღის წინ დაასანქცირა. 

MONA.GE-ს ახალი ფიგურანტები არიან: ირაკლი ბექაური, დავით ბოჭორიშვილი, გია აბაშიძე, ნუკრი შოშიაშვილი, ოთარ ჭულუხიძე, დავით რაზმაძე.

 

მსგავსი სიახლეები