დანაშაულს, სავარაუდოდ, ხელისუფლება მფარველობდა - ბუაძე საწვავის კონტრაბანდაზე

15.11.23 15:08
დანაშაულს, სავარაუდოდ, ხელისუფლება მფარველობდა - ბუაძე საწვავის კონტრაბანდაზე

საწვავის კონტრაბანდა ოკუპირებული ცხინვალიდან  - ოპოზიცია დარწმუნებულია, რომ ხელისუფლების და სუსის მფარველობის გარეშე სქემა ვერ იმუშავებდა. "ლელოს" წევრი საბა ბუაძე ეჭვობს, რომ ამ პროცესიდან სარგებელს მთავრობაც ნახულობს. 

დადასტურდა, რომ არსებობს მთელი ინფრასტრუქტურა, რომელიც გამოიყენებოდა იმისთვის, რომ საქართველოში შემოსულიყო კონტრაბანდული საწვავი. ცხადია, რომ ასეთი სქემის არსებობა ხელისუფლების მონაწილეობის და ინფორმირების გარეშე შეუძლებელი არის, ამიტომაც ჩვენ გვაქვს საქმე სავარაუდო მორიგ დანაშაულთან, რომელსაც მფარველობს რუსეთის სამსახურში მყოფი ხელისუფლება, რომელიც ჩვენი ოკუპირებული ტერიტორიებიდან შემოსულ კონტრაბანდულ საწვავს უყურებს ისე, რომ თავადაც მდიდრდება ამ პროცესიდან, - ამბობს ბუაძე. 

ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ე.წ. უშიშროების კომიტეტი ამტკიცებს, რომ „სამხრეთ ოსეთიდან საქართველოს ტერიტორიაზე“ დიდი ოდენობით საწვავისა და საპოხი მასალების გადატუმბვის ბრალდებით ცხინვალში 4 ადამიანი დააკავეს. 

მსგავსი სიახლეები