მოგვეცით მანდატის განხორციელების შესაძლებლობა - ლომჯარია საპატრიარქოს მიმართავს

15.06.21 15:40
მოგვეცით მანდატის განხორციელების შესაძლებლობა - ლომჯარია საპატრიარქოს მიმართავს

საქართველოს სახალხო დამცველი, ნინო ლომჯარია, საპატრიარქოს მიმართავს, ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონში მანდატის განხორციელების შესაძლებლობა მიეცეს. 

პირდაპირ ეთერში მივმართავ საპატრიარქოს, რომ სახალხო დამცველს, როგორც კონსტიტუციურ ორგანოს და ბავშვების უფლებების დაცვაზე ზედამხედველობის განმახორციელებელ ორგანოს საკუთარი მანდატის განხორციელების შესაძლებლობა მიეცეს. იმედი მაქვს, ამაზე დადებით პასუხს მივიღებ"- განაცხადა სახალხო დამცვალმა. 

ნინო ლომჯარიას თქმით, ის მზად არის, პანსიონის ხელმძღვანელობას შეხვდეს: 

როდესაც დაწესებულებებში მონიტორინგს ვახორციელებთ, პირველი, რასაც ვაკეთებთ, ვხვდებით შესაბამისი დაწესებულების ხელმძღვანელს ან დირექტორს. შესაბამისად, როცა ჩვენ დაუგეგმავად განვახორციელებთ ამ მონიტორინგს, კიდევ ერთხელ ვამბობ, იმედი მაქვს, ამას ძალიან სწორად შეხვდება ახალი ხელმძღვანელობა. რა თქმა უნდა, მათაც გავესაუბრებით. ასევე, თუ აქვთ საპატრიარქოს წარმომადგენლებს სურვილი სახალხო დამცველთან შეხვედრის, ჩვენ არ ვართ დახურულები, მათთან სასაუბროდ ღია ვართ"- დასძინა სახალხო დამცველმა.