ოპოზიციაში აუცილებელია ახალი კონფიგურაციები - დეკანოიძე

16.11.23 13:46
ოპოზიციაში აუცილებელია ახალი კონფიგურაციები - დეკანოიძე

IRI-ის უახლესი კვლევა - "ევროოპტიმისტების"  ლიდერი ოპოზიციაში ახალი კონფიგურაციების აუცილებლობაზე საუბრობს. 

ხატია დეკანოიძის თქმით, იმ შემთხვევაში, თუ კონფიგურაციები არ განხორციელდა, ასეთ შემთხვევაში, 2024 წლის არჩევნების შედეგად, პარლამენტში მხოლოდ  "ქართული ოცნება" და "ნაციონალური მოძრაობა" ხვდება.

ახალი კონფიგურაციები აუცილებელია ოპოზიციაში, წინააღმდეგ შემთხვევაში, "ქართული ოცნება" და "ნაციონალური მოძრაობა" ხვდება მარტო საქართველოს პარლამენტში, რაც რეალურად არის ძალიან ცუდი ხელისუფლების ცვლილებისთვის. იმ შემთხვევაში თუ კონფიგურაცია იქნება ორ ცენტრს შორის არსებული სხვა ცენტრებიც, ძლიერი ალტერნატივა და კონტრასტი, მე დარწმუნებული ვარ, რომ  2024-ში ვითარება შეიცვლება". - ამბობს ხატია დეკანოიძე. 

IRI-ის უახლესი კვლევის მიხედვით, ოპოზიციური პარტიების რეიტინგი  გაზრდილია და ჯამში "ოცნებას" უსწრებს. 

მსგავსი სიახლეები