IRI-ის კვლევაში "ოცნების" და "ნაცმოძრაობის" მხარდაჭერის კლების ტენდენციაა - ბუჩუკური

16.11.23 13:59
IRI-ის კვლევაში "ოცნების" და "ნაცმოძრაობის" მხარდაჭერის კლების ტენდენციაა - ბუჩუკური

 ჩვენს პარტიას მზარდი რეიტინგი და მხარდაჭერა აქვს  - ასე ეხმაურება IRI-ის უახლესი კვლევას პარტია "საქართველოსთვის წევრი ანა ბუჩუკური.

ბუჩუკურის თქმით, ახალ კვლევაში "ოცნების" და "ნაცმოძრაობის" მხარდაჭერის კლების ტენდენციაა.

მთავარი არის ერთი მარტივი ტენდენცია, ამ ტენდენციას ეწოდება "ოცნების" და "ნაცმოძრაობის" მხარდაჭერის კლება. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. ჩვენი გუნდისთვის და ჩვენი პირადი ინტერესისთვის ის ტენდენციაა მნიშვნელოვანი, რომ მზარდი რეიტინგი და მხარდაჭერა აქვს ჩვენს პარტიას. რაც შეეხება ზოგადად კვლევებს, ეს კვლევები არის ძალიან ძალიან პირობითი". - ამბობს ანა ბუჩუკური. 

IRI-ის უახლესი კვლევის მიხედვით, ოპოზიციური პარტიების რეიტინგი  გაზრდილია და ჯამში "ოცნებას" უსწრებს. 

მსგავსი სიახლეები