"ივანიშვილის პოლიტიკური ზოოპარკის მომთვინიერებელს ვურჩევ, ხშირად გამოიყენოს სარკე" - ბუაძე კობახიძეს პასუხობს
"ივანიშვილის პოლიტიკური ზოოპარკის მომთვინიერებელს ვურჩევ, ხშირად გამოიყენოს სარკე" - "ლელოს" წევრი საბა ბუაძე ირაკლი კობახიძეს პასუხობს და ამბობს, რომ "ოცნებაში" "ლელოს" ზრდა აწუხებთ.
ბუაძის თქმით, IRI-ის კვლევა აჩვენებს, რომ საზოგადოების ერთმნიშვნელოვანი სურვილი შეიცვალოს "რუსეთის სამსახურში მყოფი ხელისუფლება".
ივანიშვილის პოლიტიკური ზოოპარკის მომთვინიერებელს მინდა ვურჩიო, რომ დამშვიდდეს, გადახედოს საკუთარ შემადგენლობას, და ხშირად გამოიყენოს სარკე. სინამდვილეში, ძალიან ცხადია, რომ მათ "ლელოს" ზრდა აწუხებთ. მთავარი, რასაც IRI-ის კვლევა აჩვენებს, არის ის, რომ საზოგადოების ერთმნიშვნელოვანი სურვილი არის, რომ შეიცვალოს რუსეთის სამსახურში მყოფი ხელისუფლება. ვმუშაობთ იმაზე, რომ საზოგადოებას შევთავაზოთ ძლიერი და სოლიდური ალტერნატივა".- ამბობს საბა ბუაძე.
"ქართული ოცნება" თავდასხმაზე გადავიდა - ირაკლი კობახიძე მაღალი სანდოობით ცნობილ კვლევით ორგანიზაციას, IRI-ის უნდობლობას უცხადებს და ტრადიციულად ოპოზიცია გალანძღა.
მმართველი პარტიის ლიდერმა გიორგი გახარია "გადამგდებად", "ლელო" კი პოლიტიკურ კლუბად გამოაცხადა.