პრობლემის მოგვარების ტიპური საბჭოთა სტილი - კრამონი საარჩევნოდ რუსთაველის გამზირის ჩაკეტვაზე

16.11.23 17:57
პრობლემის მოგვარების ტიპური საბჭოთა სტილი - კრამონი საარჩევნოდ რუსთაველის გამზირის ჩაკეტვაზე

"პრობლემის მოგვარების ტიპური საბჭოთა სტილი" - ასე აფასებს ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი რუსთაველის გამზირის რეაბილიტაციის თაობაზე კახა კალაძის ინიციატივას.

ვინც მოიგონა იდეა, გადაკეტოს რუსთაველის გამზირი 2024 წლის საარჩევნო წელს და თავიდან აიცილოს მასშტაბური დემონსტრაციები, ეს პრობლემის მოგვარების ტიპური საბჭოთა სტილია," - წერს კრამონი.

ხელისუფლების შიში მოსალოდნელ  პროტესტზე - საარჩევნოდ რუსთაველის გამზირი ჩაიკეტება. კახა კალაძემ დედაქალაქის  პოლიტიკური პროტესტის ეპიცენტრის რეაბილიტაცია გადაწყვიტა, რომელსაც  ორი წელი დასჭირდება.  რა ჩაიფიქრა "ქართულმა ოცნებამ"?  - წინ  ქვეყნისთვის გადამწყვეტი არჩევნებია. ხელისუფლება  თავს იზღვევს, რომ საპროტესტო აქციების არეალი  ჩაკეტოს და პროტესტის შესაძლებლობა ამით შეზღუდოს - ეს "ოცნების" კარგად ნაცადი ხერხია. 

მსგავსი სიახლეები