საქართველოს პრეზიდენტი რომის პაპს შეხვდება

15.06.21 18:18
საქართველოს პრეზიდენტი რომის პაპს შეხვდება

საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, 16 ივნისს ოფიციალური ვიზიტით ვატიკანს ეწვევა.

დაგეგმილია საქართველოს პრეზიდენტის აუდიენცია რომის პაპთან, მის უწმინდესობა პაპ ფრანცისკესთან.

ვიზიტის ფარგლებში ასევე გაიმართება სხვადასხვა მაღალი რანგის შეხვედრაც.