ნიკა მელიამ ატლანტიკურ საბჭოში შეხვედრები გამართა

15.06.21 18:23
ნიკა მელიამ ატლანტიკურ საბჭოში შეხვედრები გამართა

,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ლიდერმა, ნიკა მელიამ, ამერიკის შეერთებულ შტატებში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში ატლანტიკურ საბჭოში   შეხვედრა გამართა. 
შეხვედრას საბჭოს ვიცე - პრეზიდენტი დეიმონ ვილსონი და საბჭოს სხვა წევრები ესწრებოდნენ. 
შეხვედრაზე საუბარი იყო საქართველოში მიმდინარე პროცესებზე, სტრატეგიული პარტნიორობის გაძლიერებაზე, გეოპოლიტიკურ საფრთხეებზე და რუსეთის გაზრდილ გავლენებზე რეგიონში. 
ყურადღება ასევე დაეთმო საქართველოში  დემოკრატიული პროცესების განვითარებას და ხაზი გაესვა ოპოზიციური ერთიანობის მნიშვნელობას მომავალი არჩევნებისთვის.