მთელი ოჯახი გადავალთ ცხინვალში და ჩავბარდებით - ზაზა გახელაძის დედის უმძიმესი კომენტარი (ვიდეო)

15.06.21 19:49
მთელი ოჯახი გადავალთ ცხინვალში და ჩავბარდებით - ზაზა გახელაძის დედის უმძიმესი კომენტარი (ვიდეო)

უშედეგოდ დასრულებული მრავალსაათიანი მოლაპარაკებები ერგნეთში - ზაზა გახელაძის და ცხინვალის ციხეში მყოფი სხვა მოქალაქეების ბედი ისევ გაურკვეველია. 

ერგნეთის რიგით მეასე შეხვედრაც კონკრეტული შეთანხმების გარეშე დასრულდა. 33 წლის ახალგაზრდა კაცის დედა ინფორმაციას, რომ მისი შვილი ისევ ოკუპანტების ტყვეობაში უნდა დარჩეს, თვალცრემლიანი შეხვდა. 

ოჯახის თქმით, ხელისუფლების ექფექტური მუშაობის იმედი დაკარგეს და 23 ივნისის შემდეგ ისინი საპროტესტო აქციების გამართვას და ოკუპირებულ ტერიტორიაზე გადასვლას გეგმავენ.

23 - ში მთელი ოჯახი გადავალთ  იმ მხარეს და ჩავბარდებით, სხვა გამოსავალი არ დაგვიტოვეს"- აცხადებს ნანა ბუნტური. 

 

 

 

შეგახსენებთ, 33 წლის მამაკაცი უკვე 11 თვეა, რაც უკანონო პატიმრობაში რჩება, მას 12 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა აქვს მისჯილი.