ეპყრობა თუ არა "ოცნება" პუტინს დიდი პატივისცემით? - რას პასუხობს ზურაბიშვილი "France 24 English"-ს
საქართველოს პრეზიდენტმა Le Monde-სთან გაკეთებული მიცემული სკანდალური განცხადებების შემდეგ, ინტერვიუ ამჯერად France 24 English-ს მისცა.
"France 24 English" -ის ჟურნალისტმა საქართველოს პრეზიდენტს ჰკითხა: თქვენ პარლამენტში გამოხვედით სიტყვით, როდესაც თქვენი იმპიჩმენტის შესახებ კენჭისყრა მიმდინარეობდა, მაშინ თქვენ გააკრიტიკეთ ქართული ოცნების პარტია იმის გამო, რომ, როგორც თქვენ თქვით, ავლენდა რუსეთის მიმართ ზედმეტ პატივისცემას და არა იგივე პატივისცემას ევროპისადმი. ეს მთავრობა პუტინს ძალიან დიდი პატივისცემით ეპყრობა?
სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ ზოგიერთი ლიდერი აღფრთოვანებულია იმით, რის გაკეთებასაც შესაძლოა რუსეთი ცდილობდეს საქართველოს მიმართ.
მე ამას თვითკმაყოფილებას დავარქმევდი და ეს შესაძლოა, უკრაინაში ომის შემდგომი შედეგი იყოს, რომ ზოგიერთი ლიდერი შთაბეჭდილების ქვეშაა, რას შეიძლება ცდილობდეს რუსეთი საქართველოში თუ საქართველოს მიმართ უკრაინაში რუსეთის მარცხის დასაკომპენსირებლად. ასე რომ, ვფიქრობ, ზოგიერთი ადამიანი ასეთი პერსპექტივის მიმართ შესაძლოა, შიშს გრძნობდეს, მაგრამ მე ამას არ ვიზიარებ. ვფიქრობ, საუკეთესო თავდაცვა ევროკავშირის სოლიდარობაა. საუკეთესო თავდაცვა ჩვენს საზოგადოებასთან, ჩვენს ოჯახთან ყოფნაა. რასაც ვხედავთ ისაა, რომ საბოლოო ჯამში, რუსეთისათვის წითელი ხაზი ევროკავშირისა და ნატოს ხაზია. სწორედ ეს უნდა ჩემს ქვეყანას, ეს უნდა მოსახლეობას. ახლახან გამოქვეყნდა საზოგადოებრივი გამოკითხვა, სადაც ჩანს, რომ საზოგადოების მხარდაჭერა ევროკავშირისადმი 80%-დან 86%-მდე გაიზარდა და ნატოსადმი მხარდაჭერა 72%-დან - 76%-მდე". - განაცხადა პრეზიდენტმა.