ვიჩქარეთ ადამიანების გაშვება პოლიტსაბჭოდან, მოვუწოდებ დაბრუნდნენ, ჩავკიდოთ ისევ ერთმანეთს ხელი - სააკაშვილი
"პოლიტსაბჭო რომელიც არჩეულია, რა თქმა უნდა, არის ლეგიტიმური, მაგრამ ჩვენ ვიჩქარეთ ვიღაც ადამიანების გაშვება"- ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა სასამართლო სხდომაზე, სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
პატიმარმა პრეზიდენტმა პოლიტსაბჭოში კოჰაბიტაციის გზაზე ისაუბრა და თქვა, რომ გადაწყვეტილების მიღებაში ყველა ერთად უნდა ჩაერთოს:
როცა ვლაპარაკობთ ისეთ ადამიანებზე, როგორიცაა ნიკა ვაჩეიშვილი, ზურაბ მელიქიშვილი, ეკა წამალაშვილი, გია ჭანტურია... პოლიტსაბჭო რომელიც არჩეულია, რა თქმა უნდა, არის ლეგიტიმური, მაგრამ ჩვენ ვიჩქარეთ ვიღაც ადამიანების გაშვება, მე მინდა ამ ადამიანებს მოვუწოდო, დაბრუნდნენ პოლიტსაბჭოში კოჰაბიტაციის გზით, ჩავკიდოთ ისევ ერთმანეთს ხელი, ჩავერთოთ გადაწყვეტილების მიღებაში, იმიტომ, რომ ეს არის მნიშვნელოვანი. მე ვარ გარანტი იმისა, რომ თქვენ იქნებით ყველა მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების და ინიციატივის ნაწილი" - თქვა სააკაშვილმა.
მესამე პრეზიდენტმა "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერების გასაგონად თქვა, რომ "საპატიო მეორე ადგილისთვის არ ჩამოსულა და "სიცოცხლე საფრთხეში ამის გამო არ ჩაუგდია".