სააკაშვილმა პოლიტსაბჭოდან ადამიანების გაყრას შეცდომა უწოდა, პარტიის თავმჯდომარე კი პრობლემასაც არ აღიარებს - მელიას პასუხი
"ნაციონალური მოძრაობის" ყოფილი თავმჯდომარის პასუხი მიხეილ სააკაშვილის გაჟღერებულ ინიციატივას "პირველებთან" აფასებს.
ნიკა მელია ამბობს, რომ მიხეილ სააკაშვილისგან რადიკალურად განსხვავებული პოზიცია დააფიქსირა პარტიის მენეჯმენტმა.
მისი თქმით, ენმ-ს მენეჯმენტი იმ შეცდომებზე პასუხისმგებლობას არ იღებს, რომლებზეც საქართველოს მესამე პრეზიდენტმა დღეს ღიად ისაუბრა.
მან (მიხეილ სააკაშვილმა) არაუბრალოდ პრაქტიკულად, არამედ რეალურად თქვა, რბილად რომ ვთქვათ, შეცდომა იყო ის, რაც გააკეთა მენეჯმენტმა, რის შედეგად ადამიანები უბრალოდ გარიცხეს პარტიიდან ანუ პოლიტსაბჭოდან. ერთია, რა თქვა სააკაშვილმა დღეს და დღესვე რა განცხადებას აკეთებს მენეჯმენტი და მისი თავმჯდომარე, რომელიც პრობლემასაც არ აღიარებს პარტიაში. მათ მიერ გაკეთებული კომენტარებიც ცხადყოფს, რომ დღესაც კი ცდილობენ, პარტიის გახლეჩვას.
მე მაინტერესებს უბრალოდ, ეს ადამიანები აპირებენ თუ არა გაითვალისწინონ ის ინიციატივა, რომლითაც ჩვენ გამოვედით რა,დფენიმე დღის წინ და რამაც პოვა მხარდაჭერა პარტიის მხარდამჭერებში და 40 000 - მა მხარდამჭერმა დაადასტურა ხელმოწერით. გასცეს პასუხი რომელიც გულისხმობს, ათი ათასობით ადამიანისთვის ე.წ. მგლის ბილეთის გადაცემას. ეს არ არის ის რიტორიკა, ის ლექსიკა, რომელიც ერთობისკენაა მომართული"- ამბობს მელია.
ვიჩქარეთ ადამიანების გაშვება პოლიტსაბჭოდან, მოვუწოდებ დაბრუნდნენ, ჩავკიდოთ ისევ ერთმანეთს ხელი - ეს განცხადება მიხეილ სააკაშვილმა სასამართლო პროცესზე გააკეთა.
ენმ-ს მოქმედი თავმჯდომარის თქმით კი "მელია ან მიიღებს გადაწყვეტილებას 23 ნოემბრამდე, მოაწერს მანიფესტს ხელს, ან მოუწევთ კონკრეტული გადაწყვეტილების მიღება".