მე ვეთანხმები... პარტიის პოზიცია არ ვიცი - კახა კუჭავა ოპოზიციის კანონპროექტზე

16.06.21 11:26
მე ვეთანხმები... პარტიის პოზიცია არ ვიცი - კახა კუჭავა ოპოზიციის კანონპროექტზე

20 ივნისის დაზარალებულებისათვის ფულადი კომპენსაციის შესახებ  კანონპროექტს ოპოზიციის ორი ფრაქცია  პარლამენტში მიმდინარე კვირაში დაარეგისტრირებს. პარლამენტის თავმჯდომარე თავისივე პარტიისგან გამიჯვნას ცდილობს და ამბობს, რომ პრინციპების დონეზე, ის ამ კანონპროექტის მომხრეა. 

ჩემთან შეხვედრის დროს გაჟღერდა ეს იდეა, როცა ჯერ კიდევ ამნისტიის კანონზე ვსაუბრობდით. ნამდვილად არის ეს კანონპროექტი, რომელზეც ნამდვილად უნდა იყოს მსჯელობა საქართველოს პარლამენტში. მე ჩემს პირად პოზიციას გეუბნებით, პარტიული პოზიცია არ ვიცი, როგორი იქნება, რადგან კანონპროექტი ჯერ არ დარეგისტრირებულა. მე პირადად გეუბნებით, რომ თუ მისაღები იქნება კონკრეტული მუხლები, პრინციპის დონეზე, მე ვეთანხმები, - აცხადებს კახა კუჭავა.

კუჭავა გიორგი გახარიას შესახებ დასმულ შეკითხვასაც პასუხობს და ირაკლი კობახიძის განცხადებას ადასტურებს, სადაც ის ექსპრემიერს 20 ივნისის აქციის დაშლის არასწორად დაგეგმვაში ადანაშაულებს. 

კი, ბევრჯერ გვქონდა ამაზე საუბარი და ვთვლთ, რომ უკეთესი მართვა უნდა ჰქონოდა ამ ოპერაციას, - ამბობს კუჭავა.

ახალი ინიციატივის ავტორი შარლ მიშელის დოკუმენტზე ხელმომწერი ოპოზიციაა, რომელიც ფიქრობს, რომ 20 ივნისის აქციის დროს დაშავებულებს სახელმწიფომ მკურნალობის ხარჯები უნდა აუნაზღაუროს. 
 

მსგავსი სიახლეები