უსუსურობა და რუსეთის შიში - გახელაძის გატაცებაზე ოპოზიცია პასუხისმგებლობას ,,ქართულ ოცნებას" აკისრებს

16.06.21 11:20
უსუსურობა და რუსეთის შიში - გახელაძის გატაცებაზე ოპოზიცია პასუხისმგებლობას ,,ქართულ ოცნებას" აკისრებს

  ოკუპანტების ტყვეობაში მყოფი ზაზა გახელაძის გასათავისუფლებლად საქართველოს ხელისუფლება არაეფექტურ ნაბიჯებს დგამს - ასეთია მმართველი ძალის ოპონენტების შეფასება.  

ოპოზიცია ამბობს, რომ საქართველოს მოქალაქის 11 თვიანი უკანონო ტყვეობა ხელისუფლების უსუსურობაზე მიუთითებს.     

ხელისუფლებას არ აქვს თანმიმდევრული პოლიტიკა, რომ ოკუპანტ სახელმწიფოს, პუტინის რუსეთს რამდენადაც შეუძლია, შეუქმნას პრობლემა ამ საქციელისთვის. თუ ამას არ აკეთებ, ზრდი რისკებს ყოვ ელი შემდგომი შემთხვევისთვის. გახელაძის შემთხვევაც ამის მაგალითია. ამ რეჟიმს ამის არც პოლიტიკური ნება, არც ხედვა და არც როგორც ჩანს, ინტერესი არ აქვს"- აცხადებს "ევროპული საქართველოს" ლიდერი, გიგა ბოკერია. 

"ეს არის უსუსურობა, მუდმივად მონუსხულ მდგომარეობაში ყოფნა, რუსეთის წინაშე შიში და საერთაშორისო თანამეგობრობის გამოუყენებლობა"- აცხადებს "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი, რომან გოცირიძე.

დეპუტატი პრეზიდენტის უმოქმედობაზეც ამახვილებს ყურადღებას: 

რა უნდა ქნას დღეს პრეზიდენტმა? - უნდა მივიდეს და დადგეს იქ. უნდა დაუძახოს CNN-ს და BBC-ს, მთელ მსოფლიოს უთხრას, რომ ეს არის საოკუპაციო ხაზი, საიდანაც ადამიანებს იტაცებენ და აწამებენ. უნდა მიმართოს ყველა გზას, მათ შორის, პირველ რიგში, საერთაშორისო მხარდაჭერის მობილიზება, მაგრამ ამას ვერ გააკეთებენ, რადგან დაუქნევს რუსეთი თითს"- აღნიშნა გოცირიძემ. 

    

მსგავსი სიახლეები