უხერხულია, როდესაც გაქვს ისტორია 26 მაისის, 7 ნოემბრის და მსგავს კანონპროექტს აინიცირებ - "ოცნების" დეპუტატი
ოპოზიციის ინიციატივა 20 ივნისს დაზარალებულებისათვის ფულადი კომპენსაციის მიცემის შესახებ, „ქართულ ოცნებაში“ უხერხულად მიაჩნიათ. მმართველი გუნდის დეპუტატი მარიამ ლაშხი თვლის, რომ ოპოზიციას მორალური უფლება არ აქვს 20 ივნისის დაზარალებულებზე იზრუნოს, როდესაც მათ პოლიტიკურ ისტორიაში ორი მძიმე თარიღი 26 მაისი და 7 ნოემბერი არსებობს.
პრინციპების დონეზე როცა ვსაუბრობთ და მითუმეტეს, როდესაც ოპოზიცია ამას აინიცირებს, ცოტა უხერხულია, როდესაც გაქვს ისტორია 26 მაისის, 7 ნოემბრის, რა თქმა უნდა, ამ ორის 20 ივნისთან მოტანა საერთოდ არაადეკვატურია და არ შეიძლება, მაგრამ როდესაც ოპოზიცია აინიცირებს მსგავს საკითხებს, ცოტა უხერხულად მეჩვენება. მაგრამ, ის, რომ პრიციპების დონეზე უიდნამოხეს ანაზრაურება და კომპენისრება იმ მიყენებული ზარალის, ამას, რა თქმა უნდა, მივესალმები, - ამბობს ლაშხი.
ახალი ინიციატივის ავტორი შარლ მიშელის დოკუმენტზე ხელმომწერი ოპოზიციაა, რომელიც ფიქრობს, რომ 20 ივნისის აქციის დროს დაშავებულებს სახელმწიფომ მკურნალობის ხარჯები უნდა აუნაზღაუროს. კანონპროექტს პარლამენტში ოპოზიციის ორი ფრაქცია მიმდინარე კვირაშ დაარეგისტრირებს.