"ოცნების" პრიმიტიული რიტორიკა გახარიას ოპოზიციური ველზე გადმოსაგდებად - პაატა მანჯგალაძე

16.06.21 13:26
"ოცნების"  პრიმიტიული რიტორიკა გახარიას ოპოზიციური ველზე გადმოსაგდებად - პაატა მანჯგალაძე

„ქართული ოცნების“ მიერ წამოწყებულ ღია ბრძოლას გიორგი გახარიას მიმართ „სტრატგია აღმაშენებლის“ წევრი, პაატა მანჯგალაძე, იაფფასიან რიტორიკას უწოდებს და ხელისუფლების სტრატეგიის ნაწილად აღიქვამს. 

ეს არის ძალიან მარტივი, იაფფასიანი და პრიმიტიული რიტორიკა გახარიასთან დაკავშირებული. „ქართული ოცნება“ რასაც საუბრობს, ეს არის პიარ-სტრატეგების მიერ გაწერილი სტრატეგია, რომ გახარია „ქართული ოცნების“ ელექტორალური სივრციდან გადმოაგდონ ოპოზიციის ველზე, რასაც ჩვენ ვერ დავუშვებთ და არ დავუშვებთ, იმიტომ, რომ გახარიას ძირითადი გავლენა აქვს „ქართული ოცნების“ ყოფილ მხარდამჭერებში და არა იმ ხალხში, ვისაც თვალი დათხარა, - აბობს მანჯგალაძე.
 

„ქართულმა ოცნების“ თავმჯდომარემ ექსპრემიერი 20 ივნისიის აქციის დაშლის გაუგებრად დაგეგმვაში დაადანაშაულა და ფაქტობრივად, სახელმწიფო გადატრიალებაში დასდო ბრალი. გახარიას გუნდში არ გამორიცხავენ, რომ მათი ლიდერის მიმართ სამართლებრივი დევნა დაიწყოს.