თუ ღიად არ იტყვის ყველაფერს, შეიძლება, პასუხისგებაშიც მისცენ - გიორგი გუგავა ექსპრემიერზე

16.06.21 13:33
თუ ღიად არ იტყვის ყველაფერს, შეიძლება, პასუხისგებაშიც მისცენ - გიორგი გუგავა ექსპრემიერზე

„ლეიბორისტული პარტიის“ წევრი, გიორგი გუგავა, გიორგი გახარიას მის ხელთ არსებული ინფორმაციის გამჟღავნებას ურჩევს. გუგავა მიიჩნევს, რომ თუ ექსპრემიერმა 20 ივნისის აქციის დაშლის ორგანიზებასთან დაკავშირებით ღიად არ ისაუბრა, „ქართულმა ოცნებამ“ შესაძლოა, მისი დუმილით ისარგებლოს და სამართლებრივ პასუხისგებაშიც კი მისცეს. 

გამორიცხული არაფერია. თუ გიორგი გახარია არ გამოვა და ღიად არ იტყვის ყველა იმ ინფორმაციას, თუ ვინ გასცა ბრძანება 20 ივნისის დარბევის შესახებ, ასევე, ვინ მართავდა არაფორმალურად ამ პროცესებს და მთლიანად ქვეყანას, ანუ აქცენტები არ გადაიტანა და მხილება არ მოაწყო მის ხელთ არსებული ინფორმაციის შესაბამისად, ბუნებრივია, ამით ისარგებლებენ, როგორც ჩვევიათ, შეიძლება პასუხიმსგებლობაშიც მისცენ, მაგრამ 20 ივნისზე მთლიანი პასუხისმგებლობა სრულიად ხელისუფლებას ეკისრება, - ამბობს გუგავა.  

„ქართულმა ოცნების“ თავმჯდომარემ ექსპრემიერი 20 ივნისიის აქციის დაშლის გაუგებრად დაგეგმვაში დაადანაშაულა და ფაქტობრივად, სახელმწიფო გადატრიალებაში დასდო ბრალი. გახარიას გუნდში არ გამორიცხავენ, რომ მათი ლიდერის მიმართ სამართლებრივი დევნა დაიწყოს.