სატვირთოს დაჯახების შედეგად გარდაცვლილი მოზარდის საქმეზე ავტომანქანის მძღოლი დააკავეს
თბილისში, გორგასლისა და კალანდაძის ქუჩების კვეთაზე, სატვირთო მანქანის დაჯახების შედეგად 15 წლის მოზარდის გარდაცვალების ფაქტზე შსს-მ სატვირთო მანქანის მძღოლი დააკავა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.
თბილისში, გორგასლისა და კალანდაძის ქუჩების კვეთაზე სატვირთო მანქანის დაჯახების შედეგად 15 წლის მოზარდი გარდაიცვალა. ადგილობრივები "პირველებს" უყვებიან, რომ გაჩერებული ტრაილერი მოულოდნელად დაგორდა და მოზარდი მოიყოლა.