ყველას მოუწევს პასუხების გაცემა - კახა კუჭავა 20 ივნისის საქმეზე

16.06.21 13:41
ყველას მოუწევს პასუხების გაცემა - კახა კუჭავა 20 ივნისის საქმეზე

პარლამენტის თავმჯდომარე 20 ივნისის აქციის დაშლასთან დაკავშირებით გიორგი გახარიას გამოკითხვის აუცილებლობაზე საუბრობს. კახა კუჭავა ამბობს, რომ ამაში უცნაური არაფერია და პროცესის მონაწილე ნებისმიერი პირი შეიძლება, იქნეს გამოკითხული.

ნებისმიერ მონაწილე ადამიანი პროცესის, რომელიც შეიძლება, გამოძიების ქვეშ იყოს, რა თქმა უნდა, ყველას მოუწევს პასუხების გაცემა, იქნება ეს პარლამენტში საგამოძიებო კომისია, თუ შესაბამის უწყებებში არსებული საგამოძიებო კომისია. ფაქტია, რომ ყველა კითხვას პასუხი უნდა გაეცეს და მე მგონი, ამაზე ყველა თანხმდება, - ამბობს კუჭავა.
 

„ქართულმა ოცნების“ თავმჯდომარემ ექსპრემიერი 20 ივნისიის აქციის დაშლის გაუგებრად დაგეგმვაში დაადანაშაულა და ფაქტობრივად, სახელმწიფო გადატრიალებაში დასდო ბრალი. გახარიას გუნდში არ გამორიცხავენ, რომ მათი ლიდერის მიმართ სამართლებრივი დევნა დაიწყოს.