სოფელ თხინვალაში გიორგი ანწუხელიძის სახელობის სკვერი მოეწყობა

16.06.21 13:47
სოფელ თხინვალაში გიორგი ანწუხელიძის სახელობის სკვერი მოეწყობა

სოფელ თხინვალაში გიორგი ანწუხელიძის სახელობის სკვერი მოეწყობა. ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ, მთავრობის სხდომაზე ისაუბრა.

მისი თქმით, სოფელ თხინვალაში, მუნიციპალური ტერიტორიიდან, რომელიც გასხვისდა, გარკვეული მოცულობა ახალი სკვერის მოწყობას დაეთმობა. მერის თქმით, მოსახლეობის თხოვნა იქნა გათვალისწინებული და ამ ტერიტორიაზე ეროვნული გმირის, გიორგი ანწუხელიძის, სახელობის სკვერი მოეწყობა.

როგორც იცით, გიორგი ანწუხელიძე ხშირად სტუმრობდა სოფელ თხინვალას, სადაც მისი დედა, ლილი ანწუხელიძე, ცხოვრობდა. ჩვენი ეროვნული გმირის, გიორგი ანწუხელიძის, შვილებს - ლევანს და ანას დღესაც აქვთ სახლი თხინვალაში და მათ ექნებათ შესაძლებლობა, გმირი მამის სახელობის სკვერში დაისვენონ. ძალიან ლამაზი სივრცე იქნება. ახლოს არის სპორტული მოედანიც და თუ მისი რეაბილიტაცია იქნება საჭირო, მასაც განვაახლებთ",- თქვა კახა კალაძემ.

მსგავსი სიახლეები